მითი, თუ რეალობა შოკოლადის თვისებებზე

მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე ატარებენ სხვადასხვა კვლევას შოკოლადის სასარგებლო თვისებებზე, ისინი ჯერჯერობით ვერ შეჯერდნენ ერთ რომელიმე საერთო კონსესუსზე და აქტიურ რეჟიმში აკვირდებიან, თუ რა სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს შოკოლადი ადამიანის სხეულზე.

არსებობს ბევრი მითი და რეალობა ამ ყველასათვის საყვარელ პროდუქტზე.

მითი # 1:
შოკოლადი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს დიდი რაოდენობით, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.

რეალობა:
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სასარგებლო ქოლესტერინიც, ისევე როგორც მავნე. შოკოლადი ებრძვის მავნე ქოლესტერინს, ხელს უწყობს მის შემცირებას და ზრდის სასარგებლო ქოლესტერინის შემცველობას.

მითი #2:
შოკოლადი ამცირებს ხველას და ყელის ტკივილს.

რეალობა:
ეს ნამდვილად ასეა – კვლევებმა აჩვენეს, რომ შოკოლადი  შეიცავს თეობრომინს და ის ბევრად ეფექტურია კოდეინზე, რაც ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებში გვხვდება. თეობრომინი ასუფთავებს ბრონქებს, ხელს უწყობს ხველას და ამცირებს მას. რა თქმა უნდა, შოკოლადი ვერ ახერხებს ძლიერი ბრონქიტის სრულად განკურნებას, მაგრამ ის განმუხტავს და უმკლავდება ხველას. მწარე შოკოლადი კი ამცირებს ყელის ტკივილს.

მითი # 3:
შოკოლადის მოხმარება იწვევს აკნეს და გამონაყარს

რეალობა:
სუფთა მუქი შოკოლადი შეიცავს მაღალი რაოდენობით აანტიოქსიდანტებს, რომლებიც პირიქით ხელს უწყობს კანის მეტაბოლურ პროცესებს, ეს კი თავისთავად არ იწვევს აკნეს, ან გამონაყარს. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ შოკოლადი არ იწვევს აკნეს და გამონაყარს, მაგრამ რძის და სხვადასხვა დანამატების დამატებით შესაძლებელია პროვოცირება მოხდეს აკნესი და გამონაყარის.

 

მითი #4:
შოკოლადის გამოყენება კარიესის განვითარებას იწვევს.

რეალობა:
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბევრი ტკბილეულის გამოყენება – კბილის ემალს აზიანებს , თუმცა ეს არ ეხება შოკოლადს. კაკაო შეიცავს ტანინებს და ანტიბაქტერიულ კომპონენტებს, რომელიც ხელს უშლის იმ მავნე ნივთიერებების გავრცელებას პირის ღრუში, რომლებიც ხელს უწყობენ კარიესის განვითარებას. რა თქმა უნდა ის ვერ გაუმკლავდება უკვე არსებულ კარიესს, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს ახალ რისკებს.