საინტერესო ფაქტები შოკოლადზე

 

წარმოება

* 450 გრამი შოკოლადის დასამზადებლად – კაკაოს 400 მარცვალია საჭირო
* თითოეულ კაკაოს ხეს, დაახლოებით 2500 კაკაოს მარცვალი ასხია
* ზოგიერთი კაკაოს ხე 200 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს, თუმცა მოსავლის თვალსაზრისით, პირველი 25 წელი – ყველაზე პროდუქტიულია
* დასავლეთ აფრიკაში დაახლოებით 1.5 მილიონი კაკაოს ფერმა არსებობს
* კაკაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი – კოტ დიუვარია. მსოფლიოში შოკოლადის მწარმოებლების 40 %-ს ის ამარაგებს.

ისტორია
* ცნობილი ფაქტია, რომ აცტეკების იმპერატორი მონტესუმა, დღეში 50 ფინჯან შოკოლადს მიირთმევდა
* ბენჯამინ ფრანკლინი შოკოლადს, ფილადელფიაში -საკუთარ ბეჭდვურ მაღაზიაში ყიდიდა.

* ნაპოლეონს ყოველთვის თან დაჰქონდა შოკოლადი, როდესაც იღლებოდა – ენერგიისთვის მიირთმევდა

სხვადასხვა

* ყოველწლიურად  3 175 146 590 კგ შოკოლადს მიირთმევენ ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით
* შოკოლადის სიყვარულით ქალბატონების რაოდენობა  ორჯერ აღემატება მამაკაცების რაოდენობას
* ბრუსელის აეროპორტი მსოფლიოში პირველ ადგილზეა შოკოლადის რეალიზაციით
* მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელია და მიმზიდველი სტაფილოსფერ ჭიქაში
* მსოფლიოში  ყველაზე გიგანტური შოკოლადის ფილა დაამზადეს ინგლისში და ის იწონიდა  5 792 კილოგრამს