საუკეთესო ბელგიური ნედლეული

“ბარამბო” – ქართული ტკბილეულის/შოკოლადის და ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა. მას ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე და პროდუქციის ხარისხით/მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. ნედლეულის ხარისხის მონიტორინგი ხდება ყველა ეტაპზე.

მკაცრად კონტროლდება ბელგიიდან მიღებული ნედლეული, ხოლო წარმოებული ტკბილეული საბოლოო შემოწმებას გადის ადგილზე ლაბორატორიაში.

საგულდაგულოდ შერჩეული კაკაოს მარცვლები აფრიკიდან – მიდის ბელგიაში, სადაც ხდება ნედლეულის დამუშავება, შემდეგ კი საქართველოში მარაგდება “ბარამბო”, რომელიც ახდენს ბელგიური ხარისხის საქართველოს ბაზარზე ინტეგრირებას – ქართული ტკბილეულის სახით. საწარმოში არსებული ტექნოლოგიური რესურსი აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, უმაღლესი ხარისხის ტკბილეული აწარმოოს და შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს.

აღსანიშნავია შოკოლადისთვის საჭირო სხვა ინგრედიენტების ხარისხიც, სხვადასხვა მომწოდებლები ჰყავს კომპანიას საფრანგეთიდან, დანიიდან, იტალიიდან და ა.შ.

უმაღლესი ხარისხი იგრძნობა ბარამბოს თითოეული პროდუქტის დაგემოვნებისას.

იხილეთ ფოტო გალერეა