შოკოლადის ისტორია

შოკოლადის ისტორია საუკუნეებს ითვლის.  მისი, ისევე, როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შოკოლადის მოხმარება პირველად მექსიკის ყურეში მცხოვრებ ტომმა – ოლმეკებმა დაიწყეს.  ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1500 წლის წინ ცხოვრობდნენ. მათი კულტურიდან ცოტა რამ დარჩა ცნობილი, თუმცა ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც შოკოლადი, როგორც სასმელი ისე გამოიყენეს.

შოკოლადის, როგორც საკვები პროდუქტის და მისი შექმნის ისტორია მაიას ტომებს უკავშირდება. მათ ჰქონდათ კაკაოს პირველი პლანტაციები და შეიმუშავეს შოკოლადის მომზადების სხვადასხვა მეთოდი. მიღებულ პროდუქტს ისინი “Chocolatl” ეძახდნენ. კაკაოს მარცვლები ითვლებოდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ, მისგან დამზადებული სასმელი კი ღვთაებრივი იყო და მხოლოდ ტაძრის მღვდლებს შეეძლოთ დაელიათ.  მათ ჰყავდათ კაკაოს ღმერთი – ეკ ჩუახე, რომელსაც ისინი ეთაყვანებოდნენ. კაკაოს მარცვლებს მაიას ტომები როგორც გაცვლით საშუალებადაც იყენებდნენ.  ისტორიკოსების მონაცემებით 100 კაკაოს მარცვლად ერთი მონის შეძენა შეიძლებოდა.

მაიას ტომების შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია განაგრძეს აცტეკებმა. ისინი წყალში გახსნილ წყალს, რომელსაც სიმინდის ფქვილთან ერთად ფქვავდნენ, უმატებდნენ თაფლს, აგავას ნაყენს, რძეს და თაფლს. „cacahualt“-ად წოდებულ ამ სასმელს ენერგიის წყაროდ მიიჩნევდნენ, კაკაოს მარცვლები კი გამოიყენებოდა როგორც ვალუტა, რადგან წვიმიანი ჰავის გამო კაკაო ითვლებოდა ფუფუნების პროდუქტად აცტეკურ კულტურაში.

პირველი ევროპელი, რომელმაც შოკოლადი გასინჯა ქრისტეფორე კოლუმბი იყო. 1502 წელს კუნძულ ჰაიანას მოსახლეობამ მას ეს სარიტუალო სასმელი მიართვა.

ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოცა და მისი დამზადების რეცეპტებიც. 1528 წელი – ცენტრალური ამერიკიდან ესპანეთში კაკაოს მარცვლების რეგულარული იმპორტის დასაწყისია.

1565 წელს იტალიელმა მეცნიერმა ბერი ბენცონმა, პირველმა გამოიკვლია თხევადი შოკოლადის დადებითი თვისებები და წარუდგინა ანგარიში მეფეს. ამის შემდეგ, ყველაფერი, რაც შოკოლადს ეხებოდა სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა. საიდუმლოების გაცემისთვის 80-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით იყო დასჯილი.

ევროპაში შოკოლადის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა ანა ავსტრიელმა, ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის შვილმა და ლუდოვიკო XIII-ის ცოლმა. მისი დამსახურებით შოკოლადი საფრანგეთის დიდგვაროვანთა საყვარელი სასმელი იყო. მხოლოდ შვეიცარიელების დაინტერესების შემდეგ შოკოლადი გახდა საყოველთაო პროდუქტი.

1650 წელს შოკოლადის სმა დაიწყეს ინგლისელებმა, 1657 წელს პირველი „შოკოლადის სახლიც“ კი გახსნეს ლონდონში. ეს სასმელი გახდა კულტურის ნაწილი, დროის განსაზღვრაც კი მის მიხედვით ხდებოდა. როდესაც იტყოდნენ „მოდით შოკოლადი დავლიოთ“ ეს ნიშნავდა „გელოდები საღამოს 8 საათზე“.

XVII საუკუნის დასაწყისში – ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ შოკოლადს დადებითი და სამკურნალო თვისებები აქვს. პირველი სამკურნალო რეცეპტი შეიმუშავა ესპანელმა ანტონიო კოლმენერო დე ლედემ, რომელიც ესპანელ დიდგვაროვნებს მკურნალობდა.

1659 წელს საფრანგეთში გაიხსნა პირველი შოკოლადის ქარხანა. კონდიტერმა დავიდ შელუმ პირველმა მოიგონა როგორ გარდაექმნა თხევადი სითხე მყარ შოკოლადად.

1828 წელი ითვლება გარდამტეხ წლად შოკოლადის ისტორიაში, როცა ჰოლანდიელმა კონრად ვან ჰაუტენმა მოიგონა სპეციალური პრესი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა შოკოლადის ფილის გამოშვება

1839 წლიდან გერმანელმა კონდიტერმა შტოლვერკმა დაიწყო შოკოლადის კანფეტების სერიული გამოშვება.

1875 წელს შვეიცარიაში გამოუშვეს პირველი რძიანი შოკოლადი.

საქართველოში შოკოლადის წარმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მეფის რუსეთში არსებობდა მცირე საკონდიტროები, სადაც შოკოლადს აწარმოებდნენ. საბჭოთა საქართველოში პოპულარული იყო საკონდიტრო ქარხანა “მზიური”-ს პროდუქცია.

2009 წლიდან საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო კავკასიაში ყველაზე მსხვილმა საწარმომ “ბარამბო”.