ხშირად დასმული კითხვები

ნაყინის გრამაჟი რატომ არის მითითებული - მილილიტრში?

ბარამბოს ნაყინის პროდუქციის შეფუთვაზე გრამაჟი მითითებულია მილილიტრში. მილილიტრი – არის მოცულობის საზომი ერთეული, ხოლო მილიგრამი – წონის. ზოგადად, ნაყინი არის გაყინული, რძის შემცველი, სუფთა ჰაერით შედგვეფილი მასა, რომლის სიმკვრივე საშუალოდ არის 0.5 კგ/ლან 500გ/1000მლ-შიან 0.5გ/მლ, რაც ერთი და იგივეა.
არქიმედეს კანონიდან არის ცნობილი, რომ სხეულის მასა უდრის მისი სიმკვრივის და მის მიერ დაკავებული მოცულობის ნამრავლს. შესაბამისად, თუ შეფუთვაზე მითითებულია 1000მლ პროდუქტის მოცულობა და ამ  პროდუქტის სიმკვრივე არის 0.5გ/მლ, მაშინ მათი ნამრავლი იქნება 1000მლ*0.5გ/მლ=500გ და თუ თავად აწონით  აღმოაჩენთ, რომ 1000მლ ნაყინის წონა 600გ, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კომპანია ბარამბო არამც თუ არ ავიწროვებს მომხმარებლის ინტერესებს, არამედ პირიქით, აკეთებს ბონუსირებას.

P.s. შესაძლოა მომხმარებელს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა – რატომ მიუთითებთ მოცულობას და რატომ არ მიუთითებთ წონას? საქართველოს კანონმდებლობაში სურსათის ეტიკეტირების შესახებ, ისეთ პროდუქტზე რომლის კონსისტენციაც არის ნახევრადრბილი, პლასტიკური, ნახევრადმყარი,  აძლევს მეწარმეს უფლებას მიუთითოს რაოდენობა მოცულობაში, ან მოცულობაშიც და წონაშიც – მეწარმის და მისი მარკეტინგის სურვილის მიხედვით. ბარამბო მოქმედებს კანონის ფარგლებში.

ვაკანსია ხომ არ გაქვთ?

გამარჯობა

ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დასაქმების ოფიციალურ საიტზე ვანთავსებთ ინფორმაციას, ან ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მისწეროთ ჩვენს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს hr@barambo.ge

წარმატებას გისურვებთ!

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან მაქვს შეთავაზება.

 გამარჯობა,

მადლობა შემოთავაზებისთვის.

გთხოვთ, დეტალურად მოგვწეროთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:  pr@barambo.ge

წარმატებას გისურვებთ!

შესაძლებელი არის, თუ არა ექსკურსია ბარამბოს საწარმოში?

გამარჯობა,

ამ ეტაპზე ექსკურსიები არ ტარდება, როდესაც განახლდება, შემდეგ შეძლებთ რეგისტრაციას ჩვენს საიტზე ექსკურსიების გვერდზე

როდესაც თქვენი რიგი მოგიწევთ, ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.

 

რიგი

გამარჯობა,

ამ დროისათვის ექსკურსიები არ ტარდება, როდესაც განახლდება და თქვენი რიგი დადგება, ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.

ბევრი მსურველია, ექსკურსიები კი მხოლოდ სეზონურად ტარდება, შესაბამისად არის დიდი რიგი.

ვწუხვართ, რომ გიწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.

სტუდენტური პროექტები

გამარჯობა,

პირველ რიგში მადლობა, რომ ჩვენი კომპანია შეარჩიეთ.

გთხოვთ, კითხვები მოგვწეროთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:  pr@barambo.ge

წარმატებას გისურვებთ

 

პროდუქციის შენახვის პირობები მაღაზიებში

გამარჯობა,

ამ შემთხვევაში გასათვალსიწინებელია, რომელ მაღაზიაში შეიძინეთ ეს პროდუქტი.

რადგან ყველა მაღაზიას სამწუხაროდ არ აქვს  შენახვის შესაბამისი პირობები.

ბარამბო აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტკბილეულს/ნაყინს და აქვს ISO სერთიფიკატი, რაც გულისხმობს სურსათის  უსაფრთხოების მენეჯმენტს.

ჩვენი პროდუქტი უნაკლო სახით გამოდის საწარმოდან, შემდეგ მაღაზიამ უნდა დაიცვას შენახვის პირობები. სასურველია მომხმარებელი თავად დააკვირდეს რა პირობებშია წარმოდგენილი პროდუქტი და გააკეთოს არჩევანი, შეიძინოს ან არ შეიძინოს.

გთხოვთ მოგვწეროთ ზუსტად რომელ მაღაზიაში შეიძინეთ ეს პროდუქტი რათა ჩვენს გაყიდვების დეპარტამენტს გადავცეთ ეს მონაცემები.

 

კომპანიასთან დაკავშირება

გამარჯობა,

ჩვენს ნომერზე დაკავშირება შესაძლებელია კვირის მხოლოდ სამუშაო დღეებში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შესვენება: 14:00 საათიდან 15:00 საათამდე

დაგვიკავშირდით:  +995 32 2 91 91 81